საქართველოს საპატრიარქო

ილია II: ჩვენი პრეზიდენტი, სალომე, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი, ვულოცავთ

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წმინდა ნინოს დღეს ულოცავს.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ატარებს მის სახელს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას. ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს.

წმინდა ნინოს ცხოვრება – ეს არის უდიდესი სასწაული. თქვენ გიფიქრიათ იმაზე, თუ საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ამდენი ენერგია, რომ წამოსულიყო ამ შორეულ ქვეყანაში?! ღმერთი იყო მასთან, ღმერთი იფარავდა მას და მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი. შეგეწიოთ მისი ლოცვები". - თქვა ილია მეორემ.

კომენტარები