კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 670 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 177 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 670 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 177 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 310 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 48, იმერეთში კი - 173. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 134 ადამიანია, აჭარაში - 1, იმერეთში - 20. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 18 007 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი.  ინფიცირების 6 903 აქტიური შემთხვევაა. 

27 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 245 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 108 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები