ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 18 007 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი.
27 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 245 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 108 კი გარდაიცვალა.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.