კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 689 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 193 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 689 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 193 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 306 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 51, იმერეთში კი - 177. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 144 ადამიანია, აჭარაში - 1, იმერეთში - 23. 

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 822 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 244 446  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 096 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები