კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 006 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 349 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 349 ტესტი და დადასტურდა 1 006 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი. 

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 822 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 244 446  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 096 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები