GDI

GDI-ს ახალი თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება

ედუარდ მარიკაშვილი
Screenshot/Formula

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ახალი თავმჯდომარე იურისტი ედუარდ მარიკაშვილი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მშვენიერაძე საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

ედუარდ მარიკაშვილი პოსტზე გიორგი მშვენიერაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც GDI-ის თავმჯდომარე 2 ვადით იყო.

"გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს". – წერს მშვენიერაძე.

 

კომენტარები