მეათე მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: ევროპის საბჭოს ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედია, ოპოზიცია ყურად იღებს

ტაბულა

„დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც  ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას". – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა.

 ირაკლი კობახიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. 

„ანგარიშში, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას, და ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას". – ამბობს კობახიძე. 

 
 

 

კომენტარები