2021 წელს გარდაცვლილები

"LOST"-ის მსახიობი მირა ფურლანი გარდაიცვალა

NME

65 წლის ასაკში ხორვატი მსახიობი და მომღერალი, მირა ფურლანი დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 

ფურლანი იუგოსლავიაში დაიბადა და 1991 წელს ამერიკაში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მსახიობმა კანის კინოფესტივალის გამარჯვებულ, ემირ კუსტურიცას ფილმში "მამა მივლინებაშია" ითამაშა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში - "ბაბილონი 5", "ორჯერ დაბადებული", "დედასთან ერთად".

საყოველთაო პოპულარობა საკულტო სერიალ "დაკარგულებში" შესრულებულმა ფრანგი მეცნიერის, დანიელ რუსოს როლმა მოუტანა, რომელიც იდუმალებით მოცულ კუნძულზე "Oceanic 815" ჩამოვარდნამდე რამდენიმე წლით ადრე მოხვდა.
 

კომენტარები