NDI-ის კვლევა

NDI: სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 29% ცუდად აფასებს, 13% - კარგად

flickr.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 30% საშუალოდ აფასებს, 29% - ცუდად, 27%-მა არ იცის, ხოლო 13% - კარგად.

სასამართლოების საქმიანობას ყველაზე ცუდად - 33%-ით, თბილისში აფასებენ, ყველაზე კარგად კი ქალაქში, 14%-ით.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას ყველაზე ცუდად - 34%-ით, 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ, ყველაზე კარგად - 15%-ით კი 18-34 წლებს შორის მყოფი ადამიანები.

ოპოზიციის მხარდამჭერების 58% სასამართლოების საქმიანობას ცუდად აფასებს, ქართული ოცნების მხარდამჭერების 27% კი კარგად.

ასევე გამოკითხულთა 39% თვლის, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტურად გაუწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას, 28% კი - არ ეთანხმება.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები