NDI-ის კვლევა 2020

NDI: გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ COVID 19-ს მთავრობა კარგად გაუმკლავდა, 33% - ცუდად

iStock [illustration]

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას "კარგად" გაუმკლავდა. 33% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 7%-მა კი - არ იცის. 

ასევე, გამოკითხულთა 33 % ფიქრობს, რომ "ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ", ხოლო 39% მიიჩნევს, რომ "ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინაა". 22%-მა არ იცის, ხოლო 6%-ისთვის "კორონავირუსი პრობლემას არ წარმოადგენს. 

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები