კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 706 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 195 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 706 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 195 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 317 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  თბილისში 145 ადამიანია, აჭარაში - 1, იმერეთში - 25 . 

25 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 816  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 243 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები