კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 298 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 6 868 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 6 868 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 311 ადამიანი.  

25 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 816  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 243 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები