საქართველოს ეკონომიკა შარშან დაუბრუნდა 2016 წლის მდგომარეობას. ოთხი წელი ჩავრეცხეთ უნიტაზში და ეს მოვახერხეთ იმ ფონზე, როცა 8 მილიარდი ლარი ავიღეთ ვალი და წელს გვიწევს კიდევ 5 300 000 000 მილიონი ლარის აღება. ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს, მე არ ვიცი. გავღარიბდით, რომ არ დავხოცილიყავით, ჩვენი შვილების მომავალი ვისესხეთ და ჩვენმა შვილებმა რომ უნდა გაისტუმრონ, ის ვალები შევჭამეთ. უფრო სწორად ამათმა [მთავრობამ] შეჭამეს. ეს არის მოცემულობა, ამაზე უარესი, მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა დაგვემართოს. ერთადერთი გზა არის, რომ ყველა რეგულაცია მოიხსნას, ყველა შეზღუდვა, როგორც საერთაშორისო ფრენებზე ისე ქვეყნის შიგნით არსებული ყველა შეზღუდვა, ტრანსპორტი იქნება, ბაღები იქნება, თუ სკოლები იქნება.. ნებისმიერი შეზღუდვა, ყველაფერი არის გასაუქმებელი. ერთადერთი შანსი, რომ ნელ-ნელა, სწრფად შეუძლებელია ეს მოხდეს, დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა, არის ეს [შეზღუდვების გაუქმება]. სხვა შემთხვევაში ჩავიძირებით კიდევ უფრო ღრმად და იქიდან როგორ ამოვალთ, მე არ ვიცი.
კორონავირუსი საქართველოში
ჯაფარიძე: საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდა 2016 წლის მდგომარეობას, 4 წელი ჩავრეცხეთ უნიტაზში
tbl.ge/5e48
დაკოპირდა

თქვა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებელ აქციაზე.
ამავე თემაზე
- ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასია გადასული
- ამ კვირაში COVID 19 მასწავლებლების და სკოლის პერსონალის 0,1%-ს დაუდასტურდა
- COVID 19-ით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 355 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 737 ტესტი
- გაბუნია: პოსტკოვიდური კვლევების დაწყება მარტში იგეგმება
- COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 390 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 22 022 ტესტი