ავტოავარია

ლაგოდეხში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – 3 მძიმედ დაშავდა

შსს

ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები