კორონავირუსი საქართველოში

"ცდილობენ, მოდაში შემოიტანონ მონობის ნარატივი" – მდინარაძე შეზღუდვების გამო პროტესტზე

"ძალიან ცდილობენ, მოდაში შემოიტანონ მონობის ნარატივი, თითქოს, შეზღუდვა მონობაა". - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა კობახიძე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებას ეხმაურება.

"გერმანელი, ავსტრიელი, ბრიტანელი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართაც, მგონი, შეურაცხყოფაა, იმიტომ, რომ არ იაზრებენ, როცა ასეთ მესიჯებს ახმოვანებენ, რომ იმ ხალსაც, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც, მათ შორის, აშშ-ში, გარკვეული შეზღუდვები აქვთ.

შეზღუდვას თუ დაემორჩილები, ეს თუ მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ამ შეზღუდვებმა, რაც გვქონდა წინა პერიოდის განმავლობაში, გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა". - ამბობს მდინარაძე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრები აღადგენენ. სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ გაიხსნება. ხვალ, 24 იანვარს შეზღუდვების გახანგრძლივების გამო საპროტესტო აქცია იგეგმება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები