გიგი უგულავა

უგულავა: საზღვარზე უკანონოდ გამაჩერეს და განმიცხადეს, ვერ გადაკვეთთო

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა წერს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია". - წერს უგულავა. 

გიგი უგულავა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და საქმის შესწავლას სთხოვს.

"ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ". - წერს ის. 

კომენტარები