ნარკოდანაშაული

შსს: ქვემო ქართლში 42 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოვიღეთ – დაკავებულია 2 ადამიანი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში 42 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. დაკავებულია ორი ადამიანი - 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტში გააჩერეს - ისინი მ.მ.-ს მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალება მათი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის  "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები