კორონავირუსი საქართევლოში

ცერცვაძე: ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?!

მე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის, შემსუბუქების მომხრე ვარ და, ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსენით და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმდენივე გახდა, რამდენიც ნოემბერ-დეკემბერში იყო. ეს ხომ უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და ისევ ეკონომიკის ჩაკეტვას გვაიძულებს. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა მოხარული იქნება, მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1%-იანი გარანტია რომ არსებობდეს, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, დამერწმუნეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა. განსხვავებით ბატონი ზურაბისგან [ჯაფარიძე], რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპაშიც და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე. 

თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გაემოეხმაურა, რომელმაც არსებული მკაცრი შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით 24 იანვარს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანანონსა.

კომენტარები