აშშ

ოვალური კაბინეტის მაგიდიდან გაქრა ღილაკი, რომლითაც ტრამპისთვის კოკა-კოლა მოჰქონდათ

დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს. როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, ღილაკი არ ჩანს ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ახალ ფოტოებზე, რომლებზეც ჯო ბაიდენია აღბეჭდილი. 

ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. როგორც ცნობილია, ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს პრეზიდენტისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს გაზიანი სასმელები, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ექსპრეზიდენტი დღეში დაახლოებით 12 ქილა დიეტურ კოლას სვამს. 

წითელი ღილაკის შესახებ თავის წიგნში წერდა თეთრ სახლის ყოფილი პერსონალის წევრი, კრის სიმსი. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ამ ღილაკით ხშირად ეხუმრებოდა სტუმრებს და ეუბნებოდა მათ, რომ ეს ბირთვული იარაღის ასამოქმედებელი ღილაკია. 

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი 20 იანვარს ჯო ბაიდენის იანაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. იგი ფლორიდაში თავის მარო ლაგოში არსებულ საკუთრებაში გაემართა და ინაუგურაციის ცერემონიას არ დასწრებია . 

 

კომენტარები