2008 წლის აგვისტოს ომი

ზურაბიშვილი: გვაღიარეს ომის მსხვერპლად, დიდი მიღწევაა ჩვენი ისტორიისა და მომავლისთვის

ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც მე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს ვმართავ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება - საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველო სამართლებრივად გამართლდა. ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი გაერთიანება. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს. ამ გამარჯვებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები