კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 219 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 219 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში  329 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 54, იმერეთში – 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 158 პაციენტია, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 946 აქტიური შემთხვევაა. 

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები