კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 137 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 019 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 019 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების  1 137 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი.

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები