აშშ-საქართველო

"მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს" – გახარია ბაიდენს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

"მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას ". – წერია გახარიას განცხადებაში. 

ასევე, გიორგი გახარიამ კამალა ჰარისს პირველ ქალ ვიცეპრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა.

"კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი  თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით". – წერს გახარია.

ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა.  

რაზე ისაუბრა ჯო ბაიდენმა ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები