კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 469 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 6 122 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 6 122 ტესტი. გამოჯანმრთელდა  1 792 ადამიანი.

20 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 236 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 987 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები