კორონავირუსის ვაქცინა

მიტროპოლიტი დიმიტრი: საუკუნეების გამოცდილებით, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა

მინდა გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის: გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება.

რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება.

ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები