კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 775 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 217 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 775 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 217 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 363 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 156 ადამიანია, აჭარაში - 2, იმერეთში კი - 26. 

19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 235 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 973 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები