კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 550 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 398 ტესტი

საქართველოში კოორნავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი. ჩატარდა 17 398 ტესტი. 

19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 235 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 973 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები