აშშ

რას გეგმავს ჯო ბაიდენი გაპრეზიდენტებიდან პირველ 10 დღეში?

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. მის მიერ თეთრი სახლის შტაბის უფროსად დანიშნული რონ კალინის მიერ თანამშრომლებისათვის გაგზავნილ მემორანდუმში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებზეც ბაიდენი პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველ 10 დღეში აღმასრულებელ ბრძანებებს გამოსცემს. ესენია:

  • ფედერალური საკუთრების ტერიტორიაზე და შტატებს შორის გადაადგილებისას პირბადის ტარების სავალდებულოდ ქცევა
  • კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება
  • სკოლებისა და ბიზნესების გახსნა
  • პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნებისკენ ნაბიჯების გადადგმა
  • ტრამპის მიერ მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა
  • სტუდენტური სესხების გადახდის დროებით შეჩერების გახანგრძლივება
  • ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ქირის გადაუხდელობის გამო გასახლებები და იმ ბიზნესების დახურვა, რომლებიც პანდემიისას დაზარალდნენ

"ეს აღმასრულებელი ბრძანებები შვებას მოუტანს მილიონობით ამერიკელს, რომელიც ამ კრიზისის შედეგად გასაჭირშია. პრეზიდენტი ბაიდენი გადადგამს ნაბიჯებს არამხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოწვეული ზარალის შემოსაბრუნებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად". – ნათქვამია კლაინის მემორანდუმში.

იმისათვის, რომ მის მიერ გამოცხადებული 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, ბაიდენს კონგრესის მხარდაჭერაც დასჭირდება. კლაინის ინფორმაციით, თანამდებობის დაკავებიდან პირველივე დღეებში ბაიდენი კონგრესს  განსახილველად  ასევე შესთავაზებს იმიგრაციის რეფორმის კანონსაც. კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც ბაიდენი, მისი შტაბის უფროსის ინფორმაციით, პირველივე დღეებიდანვე იმუშავებს, არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კლიმატის ცვლილების საკითხი და აშშ-მექსიკის საზღვარზე ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახის წევრების გაერთიანება.

დეკემბერში ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ სურს, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ 100 დღეში კორონავირუსზე 100 მილიონი აცრა გაკეთდეს.

მან  მოუწოდა ამერიკელებს, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.

კომენტარები