2021 წელს გარდაცვლილები

THE BEATLES-ის ერთ-ერთი პროდიუსერი ფილ სპექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

NBC News

81 წლის ასაკში მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი და კომპოზიტორი ფილ სპექტორი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 

1958 წელს, კარიერის დასაწყისში სპექტორი როკ ბენ The Teddy Bears-ის გიტარისტი იყო. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ავტორებისთვის სიმღერების წერა დაიწყო. 60-იან წლებში მის მიერ შექმნილ პროექტებს შორის იყო შერი, The Crystals, The Righteous Brothers, Ike & Tina Turner. 1970 წელს ლეგენდარულ The Beatles-თან ერთად იმუშავა ბენდის უკანასკნელ ალბომზე "Let It Be", ერთი წლის შემდეგ ჯონ ლენონის ყველაზე წარმატებული ალბომის "Imagine"-ის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ სპექტორი მუსიკალურ შოუ-ბიზნესში აქტიურად ჩართული აღარ ყოფილა. 

2003 წელს სპექტორმა 40 წლის მსახიობი ლანა კლარკსონი პირში პისტოლეტის გასროლით მოკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. მუსიკოსის თქმით, კლარკსონის გარდაცვალება "უნებლიე თვითმკვლელობაა". ექვსწლიანი პროცესის შემდეგ სასამართლომ პროდიუსერს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ბოლო წლებში სპექტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხის ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი. 2020 წლის დეკემბერს მას კორონავირუსი დაუდასტურდა, დაავადების დამარცხების მიუხედავად, მუსიკოსი გართულებებისგან გარდაიცვალა.

კომენტარები