კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნიღბის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე თუ ავა, მაისში სიკდილიანობა ერთეული გვექნება

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, განახლებას აკეთებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. ხაზს ვუსვამ, რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე, გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია დაბლა, ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე დაახლოებით 1-1.5 არ ვლინდება...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები