ნათლისღება

პანდემიის გამო ბათუმში ნათლისღებაზე ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება

  ბათუმი / Batumi

ბათუმში, პანდემიის გამო ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლისა და განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

"18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება". – წერია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები