კორონავირუსი საქართველოში

შსს: გასულ 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 986 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 986 ადამიანი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგულაციების დარღვევის 1107 შემთხვევა აღირიცხა. 

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". – წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 2 000 ლარით, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარით აჯარიმებენ. განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები