განზრახ მკვლელობა.

შსს: ზუგდიდში 22 წლის კაცი დავაკავეთ, რომელმაც ნაცნობი დანით დაჭრა და ბინაში ხანძარი გააჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა". – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები