კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 789 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 231 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

17 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 789 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 231 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

კერძოდ კი თბილისში 368 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 159 ადამიანია, აჭარაში – 7, იმერეთში კი – 27. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 11 853 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 659 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

17 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 805 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 232 993 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები