ქართული ოცნება

ოცნებამ ვასილ მაღლაფერიძე პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად აირჩია

2030

ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად აირჩია. გადაწყვეტილება ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტი 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა. მიზეზად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა. ის დარწმუნებული იყო, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად გააშუქებდა არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, თუმცა, "იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

კომენტარები