დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. კობახიძის კანდიდატურას ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
ყრილობაზე, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრება, პოლიტსაბჭოს განახლებულ 21-კაციან შემადგენლობასაც წარადგენენ.
პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ყრილობას არ დასწრებია, მან 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.