კორონავირუსი საქართელოში

COVID-19-ით ინფიცირებული 770 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 238 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

16 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 770 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 238 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

კერძოდ კი, თბილისში 359 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 61, იმერეთში - 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 166 ადამიანია, აჭარაში – 7, იმერეთში კი – 27. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 12 698 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 670 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

16 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 247 025 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 231 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები