კორონავირუსი საქართელოში

COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 352 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.61%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 ტესტი და დადასტურდა 5 352 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი.

10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.

დღეს, 11 აგვისტოს,  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1 322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

11 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 461 198 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 409 110 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6 230.  

კომენტარები