მკვლელობა თბილისის ზღვაზე

თბილისის ზღვის მიმდებარედ, საცხოვრებელ ვაგონში, ცივი იარაღით კაცი მოკლეს

Tabula

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ვაგონში, ცივი იარაღით კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს წინ უერთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები