კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 177 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 205 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 177 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 205 ტესტი. გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი. 

15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 245 789 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 229 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები