პიროტექნიკით დაზიანება

ქაშიბაძე: პიროტექნიკით დაშავებული 6 პაციენტი მივიღეთ, მათგან 4 ბავშვია

გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ პიროტექნიკით დაშავებული 6 პაციენტი მიიღეს. მათგან 4 ბავშვია. 

"ძველით ახალი წლის დადგომასთან ერთად მივიღეთ 4 პაციენტი. ორი შემოვიდა დღეს დილით. აქედან 4 იყო ბავშვი, 2 კი მოზარდი. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ გვქონია, ძირითადად იყო მარჯვენა მტევნისა და სახის დაზიანებები. 

კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვერიდოთ მაშხალების აფეთქებას. ბავშვები მოვარიდოთ ამას, ერთი არასწორი ნაბიჯით საკმაოდ სერიოზული ტრავმის მიღება შეიძლება". - ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 14 იანვარს, ღამით, 3 პაციენტი შეიყვანეს. ექიმის ინფრომაციით, მათ პიროტექნიკით სხეულის სხვადასხვა ნაწილი ჰქონდათ დაზიანებული. 

"ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო - იყო პირველი თითის ტრავმული ამპუტაცია, სრულად იყო მოგლეჯილი პირველი თითი. გაკეთდა ყველა ანატომიური სტრუქტურის აღდგენა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და პალატაში იმყოფება". - ამბობს ექიმი ტელეკომოანია პირველთან ინტერვიუში.  

კომენტარები