თბილისის, 71-ე საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმზე პიროტექნიკა გამოიყენეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ბავშვი და მშობელი.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
"სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს",- ამბობენ შსს-ში.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაადგენს თუ როგორ აღმოჩნდა ბაღში პიროტექნიკა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.