31 დეკემბერსა და პირველ იანვარს თბილისსა და რეგიონებში პიროტექნიკის გამოყენებით სულ 81 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 81 ადამიანიდან 51-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
კერძოდ, პიროტექნიკით დაზიანება თბილისში 48 ადამიანმა მიიღო, მათგან 35-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. რეგიონებში კი 33 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან საავადმყოფოში 15 ადამიანი გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მიიყვანეს, ერთს თიტების ამპუტაცია დასჭირდა.