კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექციამ თბილისში მდებარე კლუბს საქმიანობა შეუჩერა

თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ საქმიანობა შეუჩერა.

ინსპექციის ინფორმაციით, 13 იანვარს, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა.

“კერძოდ, მოქალაქე ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი”. - წერს შრომის ინსპექცია.

ფიზიკური პირი 2 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს.

კომენტარები