კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევიდან 561 თბილისში დადასტურდა, 196 - იმერეთში, აჭარაში – 112

iStock [illustration]

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 561 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 196, აჭარაში – 112.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს – ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 69 შემთხვევაა, შიდა ქართლში – 111, გურიაში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 131, კახეთში – 84, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 21, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 8. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 13 360 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 244 612  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 228 359 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

გუშინ, 11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები