დავითგარეჯის საქმე

იონათამიშვილი: ვისთვისაც სულერთი არაა ჩვენი სათითაო გოჯი მიწა, ხიდაშელის მადლიერი უნდა იყოს

ამ საქმეში უმთავრესი იყო, რომ ჩვენ გაგვიჩნდა მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრული შემადგენლობით შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში ის კაცია, რომლის წვლილიც არის, რომ შეძლო სხვადასხვა ქვეყნის არქივებიდან ამ იდენტური მონაცემების რუქების მოპოვება. თითოეული ქართველი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის თითოეული გოჯი მიწა და დავითგარეჯის საკითხი, მადლიერი უნდა იყოს ესეთი ადამიანის მიმართ...

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

კომენტარები