ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: საჯაროობას ვწყვეტ... არანაირი ინტერვიუ და საჯარო განცხადება

საჯაროობას ვწყვეტ. ეს იქნება ბოლო ინტერვიუ თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი და ხვალ-ზეგ შეიძლება ეს გავაკეთო. ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი ვიქნები მე ქართული ოცნების. ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება და არა მეტი. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, რომლებიც ძალიან მიყვარს. ადამიანები ვართ, ასეთი კითხვაც დაისვა, შეიძლება დაბადების დღე მივულოცო. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს ყოფით დონეზე და ცხოვრების დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც ამას შეასრულებენ, პოლიტიკურ თემებზე არც დამირეკავენ, არანაირი კრიტიკა ჩემგან მათი არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა. თქვენ იქნებით აბსოლუტურად თავისუფალი და პირიქითაც, ნუ აკადრებთ ამას საკუთარ თავს და ნუ მაკადრებთ მე და ნუ მომცემთ კონსულტაციების და რჩევის შეკითხვებს...

თქვა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები