ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ხშირად ჩემი აზრები ძვირფასი იყო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ბოლო სიტყვა მე მეთქმის

ძალიან ხშირად თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრებს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ესე არ არის, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ, ჩვენი თანამშრომლობა ასეთი იყო, აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდი და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. 

კონსენსუსს ვაღწევდით არა იმის საფუძველზე, რომ მე უფროსი ვიყავი, თუ გნებავთ ასაკით და მე მეკუთვნოდა ბოლო სიტყვა, არა, ჭეშმარიტებას ვხედავდით, ვისი აზრიც უკეთესი იყო, ის გამოითქმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოცდილი და დიდი პრაქტიკა გვქონდა და ძალიან ხშირად ჩემი აზრები ძვირფასი იყო და მისაღები, არ მაქვს პრეტენზია, რომ აუცილებლად ჩემია და ბოლო სიტყვა მე მეთქმის...

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის ეთერში. 

კომენტარები