ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: დაბრუნება ნიშნავს, რომ რაღაც ვერ გავაკეთე და თუ ვერ გავაკეთე, რაღატო დავბრუნდე?

არ შეიძლება, უკან დავბრუნდე...

...მე რაც შემეძლო ჩემი ჩვევები, ჩემი გამოცდილება, გუნდთან ერთად, რაც შემეძლო, უკვე გავაკეთე და ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, გამოცდილს უკვე და რაც კი ჩემგან შეიძლებოდა მიეღო გუნდს, მიიღო.

ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს, რაღაც მოხდეს და მე შემოვბრუნდე, გაუგებარია, რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რაღაზე მოვდივარ უკან? ე.ი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო, ხო? მარტივი თემაა.

რაღაც ე.ი ვერ გავაკეთე კარგად. რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე, ძალიან კარგი გუნდია, თუ ამან არ იმუშავა, მაშინ რა პრეტენზია უნდა მქონდეს, რომ უკან შემოვბრუნდე?

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის ეთერში.

კომენტარები