ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ცხადია, ანგარიშს მიწევს ხელისუფლება, მაკონტროლებელიც ვარ და მაკრიტიკებელიც

მე ასე მოვიხსენიებდი მაშინ ჩემს თავს, რომ მაკონტროლებელიც მე ვარ ხელისუფლების, რომ თუ ვინმე იმ თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია ჩვენი ხელწერისთვის, რა თქმა უნდა, მე ხმას ამოვიღებ და, რა თქმა უნდა, მე ანგარიშს მიწევს ხელისუფლება, მთავრობა. როდესაც მე მეუბნებოდნენ, რომ თქვენ დიდ ანგარიშს გიწევენ, აი, მე ვთვლიდი და ვთვლი დღესაც, რომ ანგარიშს მიწევენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, არ გავჩუმდებოდი და არ გავჩერდებოდი.

აი, სწორედ ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, ვიყავი აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი ქართული ოცნების და მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ, და არ ვმალავ, რომ თუ რომელიმე ჩინოვნიკი ისე არ მოიქცევა, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, ჩვენს წარსულს და ისტორიას შეეფერება, რა თქმა უნდა, მე არ გავჩერდები და სწორედ ამას ვასაღებდი მე, იმ არაფორმალურს რასაც ეძახდნენ ოპონენტები დაჟინებით. ეს არ არის არაფორმალური, ეს აბსოლუტურად ფორმალურია, მე ეს ძალა მაქვს, მე მაქვს ეს ნდობა

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 11 იანვარს ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე მეორედ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები